26-28 აპრილს, ექსპო ჯორჯიაში გამართულ სამშენებლო და უძრავი ქონების გამოფენაზე GREA-მ "არსენალი რეზიდენსის" პროექტი წარადგინა, რომლის გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას კომპანია ექსკლუზიურად უკვე 1 წელია მართავს.
არსენალი რეზიდენსის და ზოგადად გამოფენის მიმართ ინტერესი წელს საკმაოდ მაღალი იყო. სტენდის სტუმრები გაეცნენ პროექტს და კომპანიის სპეციალურ შეთავაზებებს.
არსენალი რეზიდენსი ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური საცხოვრებელი უბანია ავლაბარში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრიდან 650 მეტრში მდგებარეობს. პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.