მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება. ბოდიშს გიხდით შესაძლო შეფერხებებისთვის.

ძველი თბილისი
ხელის გულზე

შენ გელოდება

არსენალი რეზიდენსი

პროექტის შესახებ

“არსენალი რეზიდენსი” ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გედევანიშვილის ქ.21-ში, რომლის პირველი ფაზა მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. ბინების ფართობი 47 კვ.მ-დან იწყება.


“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს.


ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.


პროექტის მშენებლობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.

 

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია - MBG 

www.mb.ge

 

 

უპირატესობები

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო
01

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო

პანორამული ხედები
02

პანორამული ხედები

მდებარეობა
03

მდებარეობა

არქიტექტურული იერსახე
04

არქიტექტურული იერსახე

მულტიფუნქციური გარემო
05

მულტიფუნქციური გარემო

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე
06

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე

სიახლეები

არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

A ბლოკი მიმდინარეობს შენობის ძველი საფასადე აგურით მოპირკეთება; მე-5 სართულის ჩათვლით ალუმინის კარ-ფანჯრის სამუშაოები დასრულებულია; მოჭიმული იატაკის მოწყობა ყველა სართულზე დასრულებულია; მიმდინარეობს ბინების შიდა კარის მონტაჟის სამუშაოები; მიმდინარეობს ლიფტების მონტაჟი; დენის წერტილები და ელ. წერტილები ყველა ბინაში გაყვანილია; მიმდინარეობს კერამოგრანიტის ფილების დაგება აივნებზე; ცენტრალური გათბობის მონტაჟი დასრულებულია. ბინებში სარემონტო სამუშაოებს დაწყება უკვე შესაძლებელია B ბლოკი მიმდინარეობს შენობის ძველი საფასადე აგურით მოპირკეთება; შიდა კომუნიკაციების სამუშაოები დაწყებულია მალე დაიწყება ალუმინის კარ-ფანჯრის მონტაჟი C ბლოკი პარკინგის გადახურვის სამუშაოები დასრულებულია

არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

A ბლოკი: ფასადის შევსება ბლოკით და ბინებში შიდა ტიხრების ამოყვანა დასრულებულია; მიმდინარეობს შენობის ძველი საფასადე აგურით მოპირკეთება; მიმდინარეობს ფასადის დათბუნება და ხით მოპირკეთების სამუშაოები; მიმდინარეობს აივნის მოაჯირების მონტაჟი; მე-5 სართულის ჩათვლით მოჭიმული იატაკის მოწყობა დასრულებულია; იატაკზე გამოყენებულია „VIBRAFLOOR”-ის იზოლაცია, პოლიესტერის საფენით, რომელიც მოჭიმული იატაკის ქვედა შრეს წარმოადგენს და ეკრობა ფილას; მიმდინარეობს საფასადე ორტესებრი კოჭებით მოპირკეთება; მე-2 სართულის ჩათვლით ალუმინის კარ-ფანჯრის სამუშაოები დასრულებულია; მე-4 სართულის ჩათვლით ბინების ელ.დაქსელვა დასრულებულია; დაწყებულია ლიფტების მონტაჟი. B ბლოკი: მონოლითური კარკასის სამუშაოები დასრულებულია; მე-4 სართულის ჩათვლით ბლოკით მოწყობის სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ დასრულებულია. C ბლოკი: საძირკველში რკინა ბეტონის სამუშაოები დასრულებულია.

„არსენალი რეზიდენსში“ C ბლოკის გაყიდვები დაიწყო
„არსენალი რეზიდენსში“ C ბლოკის გაყიდვები დაიწყო

არსენალის მთაზე, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ აქტიურად ვითარდება. კომპანია ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა და დღეს ავლაბარში ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ პროექტს წარმოადგენს. უბანი მოიცავს: 4 დაბალსართულიან საცხოვრებელ ბლოკს, 170 მ. სიგრძის ბულვარს, შიდა გამწვანებულ ზონებს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, აუზსა და ფიტნეს დარბაზს, რესტორანსა და ლაუნჯს, ასევე მობინადრეებისა და უბნის სტუმრებისთვის გათვლილ 500-მდე მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს. „პროექტის ავთენტური, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, უნიკალური მდებარეობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტები, განუმეორებელი ხედები მთაწმინდაზე, ნარიყალასა და ძველ თბილისზე პროექტის უპირატესობების მხოლოდ ის მცირე ნაწილია, რაც მომხმარებლის მაღალ ინტერესს განაპირობებს. შესაბამისად, A და B ბლოკებში ბინების 80% - მდე უკვე გაყიდულია. ამ ბლოკებში მობინადრეები სარემონტო სამუშაოების დაწყებას 6 თვეში შეძლებენ.“ - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ლევან ქარუმიძემ. ოქტომრიდან დაიწყო მესამე  - C ბლოკის გაყიდვებიც, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. C ბლოკიდან იშლება საოცარი ხედები სამებასა და მთელ ქალაქზე. „C ბლოკის დაწყებას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ელოდებოდა, რამაც შესაბამისი გაყიდვები განაპირობა ბლოკის გაყიდვების დაწყების პირველივე ეტაპზე. მსურველებს მარტივად შეუძლიათ თავისუფალი ბინების დათვალიერება კომპანიის ვებ-გვერდზე WWW.AR.GE “ - განაცხადა პროექტის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო აბსანძემ. „არსენალი რეზიდენსი“-ს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია MBG, ხოლო პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანია WWW.GREA.GE.

არსენალი რეზიდენსში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
არსენალი რეზიდენსში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

A ბლოკში: ბლოკით მოწყობის სამუშაოები დასრულებულია როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ; ფასადის შევსება ბლოკით  და ბინებში შიდა ტიხრების ამოყვანა დასრულებულია; მიმდინარეობს შენობის ძველი საფასადე აგურით მოპირკეთება; მიმდინარეობს აივნის მოაჯირების მონტაჟი; კანალიზაციის, ვენტილაციის, წყლისა და გათბობის გაყვანილობა დასრულებულია; მიმდინარეობს მე-3 სართულზე მოჭიმული იატაკის მოწყობა. იატაკზე გამოყენებულია „VIBRAFLOOR”-ის იზოლაცია, პოლიესტერის საფენით, რომელიც მოჭიმული იატაკის ქვედა შრეს წარმოადგენს და ეკრობა ფილას; საიზოლაცია მასალით გადაიხურა სახურავი; მიმდინარეობს საფასადე ორტესებრი კოჭებით მოპირკეთება; იწყება ალუმინის კარ-ფანჯრის სამონტაჟო სამუშაოები და ბინების ელ. დაქსელვა. B ბლოკში: მიმდინარეობს ბოლო ფილის გადახურვის სამუშაოები; მონოლითური სამუშაოების 90%  დასრულებულია; მე-3 სართულის ჩათვლით ბლოკით მოწყობის სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ დასრულებულია. C ბლოკის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარეობს C ბლოკის საძირკვლის სამუშაოები.