არსენალის მთაზე, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ აქტიურად ვითარდება. კომპანია ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა და დღეს ავლაბარში ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ პროექტს წარმოადგენს.
უბანი მოიცავს: 4 დაბალსართულიან საცხოვრებელ ბლოკს, 170 მ. სიგრძის ბულვარს, შიდა გამწვანებულ ზონებს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, აუზსა და ფიტნეს დარბაზს, რესტორანსა და ლაუნჯს, ასევე მობინადრეებისა და უბნის სტუმრებისთვის გათვლილ 500-მდე მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს.
„პროექტის ავთენტური, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, უნიკალური მდებარეობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტები, განუმეორებელი ხედები მთაწმინდაზე, ნარიყალასა და ძველ თბილისზე პროექტის უპირატესობების მხოლოდ ის მცირე ნაწილია, რაც მომხმარებლის მაღალ ინტერესს განაპირობებს. შესაბამისად, A და B ბლოკებში ბინების 80% - მდე უკვე გაყიდულია. ამ ბლოკებში მობინადრეები სარემონტო სამუშაოების დაწყებას 6 თვეში შეძლებენ.“ - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ლევან ქარუმიძემ.
ოქტომრიდან დაიწყო მესამე - C ბლოკის გაყიდვებიც, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. C ბლოკიდან იშლება საოცარი ხედები სამებასა და მთელ ქალაქზე.
„C ბლოკის დაწყებას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ელოდებოდა, რამაც შესაბამისი გაყიდვები განაპირობა ბლოკის გაყიდვების დაწყების პირველივე ეტაპზე. მსურველებს მარტივად შეუძლიათ თავისუფალი ბინების დათვალიერება კომპანიის ვებ-გვერდზე WWW.AR.GE “ - განაცხადა პროექტის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო აბსანძემ.
„არსენალი რეზიდენსი“-ს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია MBG, ხოლო პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანია WWW.GREA.GE.