ჩაბარების პირობები
ბინა ბარდება პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობით:
- შენობის პერიმეტრზე დამონტაჟებული ალუმინის კარ-ფანჯარა;
- ბინაში შესასვლელი რკინის კარი სმარტ საკეტით;
- პროექტში, კლიენტთან შეთანხმებით, ბინის შიდა პერიმეტრზე ბლოკით ამოყვანილი კედლები;
- მოჭიმული იატაკი;
- ბინებს შორის გამყოფი კედლები ხმისა და თბო იზოლაციით. გამოყენებულია პემზის ბლოკი და ხმის დამხშობი აკუსტიკური ფილა. იატაკზე გამოყენებული იქნება “VIBRA FLOOR”-ის იზოლაცია, რაც მობინადრეებს მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს;
- დამონტაჟებული ელექტრო წერტილები;
- ბინაში სველ წერტილამდე მიყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
- წყლის და ელექტრო ენერგიის დამონტაჟებული მრიცხველები;
- ცენტრალიზებული გათბობის ერთიანი სისტემა;
- ბინაში გათბობის სისტემის მილები გაყვანილი;
- მოპირკეთებული აივნები;
- დომოფონის სისტემა.