ძველი თბილისი
ხელის გულზე

პროექტის შესახებ

ძველი თბილისი
ხელის გულზე

პროექტის შესახებ

“არსენალი რეზიდენსი” ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანია ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გედევანიშვილის ქ.21-ში, რომლის პირველი ფაზა მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. ბინების ფართობი 57 კვ.მ-დან იწყება.


“არსენალი რეზიდენსი” გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით და ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ავთენტური, მშვიდი და ამავე დროს დინამიური გარემოთი აუცილებლად მიიზიდავს მათ, ვინც ბინას მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლების გამო არ ირჩევს.


ჩვენთან იცხოვრებენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია ემოციები, რომელსაც საცხოვრებელი გარემო ქმნის.


პროექტის მშენებლობა 2023 წლის იანვარში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.

არსენალი რეზიდენსი

უპირატესობები

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო

არსენალი რეზიდენსს უნიკალური 170მ სიგრძის ბულვარი გამოარჩევს, რომელსაც 5000 კვ.მ ფართობი უჭირავს. მწვანე ზონაში დაგხვდებათ მოსასვენებლი სივრცეები, ბავშვთა გასართობი ზონები, კედლის ჩოგბურთი. 

სარეკრეაციო დატვირთვა აქვს საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოებსაც. 

ტერიტორიაზე 500 - მდე სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.

რეკრეაცია და ეკოლოგიური გარემო

პანორამული ხედები

პროექტი არსენალის მთაზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც იშლება უნიკალური ხედები სამებაზე, მთაწმინდაზე და ნარიყალაზე.

პანორამული ხედები

მდებარეობა

“არსენალი რეზიდენსი” თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და კოლორიტულ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან მდებარეობს.

 

ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის სავალზეა სამების საკათედრო ტაძარი, პრეზიდენტის სასახლე, ავლაბრის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, თავისუფლების მოედანი და ძველი თბილისის ყველაზე ტურისტული ნაწილი.

 

არსენალი რეზიდენსი იდეალური პროექტია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.

მდებარეობა

არქიტექტურული იერსახე

არსენალი რეზიდენსი უნიკალური პროექტია არქიტექტურული ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით. მასში იდეალურად არის შერწყმული, როგორც თანამედროვე, ისე ძველი თბილისური უბნისთვის დამახასიათებელი იდენტობა.

 

პროექტს გამოარჩევს დაბალი განაშენიანება, შიდა ქუჩებით, ეზოებითა და სკვერებით.

 

ფასადზე ძირითადად ბუნებრივი მასალებია გამოყენებული: აგური, ხე და მეტალი.

არქიტექტურული იერსახე

მულტიფუნქციური გარემო

საცხოვრებელი სივრცეების გარდა უბანში გათვალისწინებულია მობინადრეთა კომფორტზე გათვლილი ობიექტების მრავალფეროვნება:

 

  • საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეები
  • აუზი, სპა და ფიტნესი
  • კაფე, რესტორანი და ლაუნჯის სივრცე
  • აფთიაქი, სუპერმარკეტი, ბანკი
მულტიფუნქციური გარემო

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე

სახლების მიწისქვეშა სართულზე განთავსებულია 500 მანქანაზე გათვლილი ორ დონიანი პარკინგი, რომელიც მაცხოვრებლების და სტუმრების პარკირების ზონებად არის დაყოფილი.

 

ეს პრინციპი უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტს უბნის მობინადრეებისათვის.

 

პარკინგის სივრცეში ასევე დაგხვდებათ ელექტრო დამტენები და მანქანების სამრეცხაო.
 

ავტომობილებისაგან თავისუფალი სივრცე

სააქციო ბინები

ბინა #109

  • 3D
  • 2D
ბინა #109 ბინა #109
  1. სრული ფართი56.9m²
  2. საძინებელი1
  3. სართული1

ფასი ერთიანი გადახდის ფასი

$83,359
234,738₾
  • $

ბინა #108

  • 3D
  • 2D
ბინა #108 ბინა #108
  1. სრული ფართი58.5m²
  2. საძინებელი1
  3. სართული1

ფასი ერთიანი გადახდის ფასი

$85,703
241,338₾
  • $

ბინა #313

  • 3D
  • 2D
ბინა #313 ბინა #313
  1. სრული ფართი63.5m²
  2. საძინებელი1
  3. სართული3

ფასი ერთიანი გადახდის ფასი

$96,203
270,906₾
  • $

ბინა #213

  • 3D
  • 2D
ბინა #213 ბინა #213
  1. სრული ფართი63.5m²
  2. საძინებელი1
  3. სართული2

ფასი ერთიანი გადახდის ფასი

$93,028
261,965₾
  • $

ბინა #212

  • 3D
  • 2D
ბინა #212 ბინა #212
  1. სრული ფართი63.5m²
  2. საძინებელი1
  3. სართული2

ფასი ერთიანი გადახდის ფასი

$93,028
261,965₾
  • $

სიახლეები

არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
არსენალი რეზიდენსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

A ბლოკი: ფასადის შევსება ბლოკით და ბინებში შიდა ტიხრების ამოყვანა დასრულებულია; მიმდინარეობს შენობის ძველი საფასადე აგურით მოპირკეთება; მიმდინარეობს ფასადის დათბუნება და ხით მოპირკეთების სამუშაოები; მიმდინარეობს აივნის მოაჯირების მონტაჟი; მე-5 სართულის ჩათვლით მოჭიმული იატაკის მოწყობა დასრულებულია; იატაკზე გამოყენებულია „VIBRAFLOOR”-ის იზოლაცია, პოლიესტერის საფენით, რომელიც მოჭიმული იატაკის ქვედა შრეს წარმოადგენს და ეკრობა ფილას; მიმდინარეობს საფასადე ორტესებრი კოჭებით მოპირკეთება; მე-2 სართულის ჩათვლით ალუმინის კარ-ფანჯრის სამუშაოები დასრულებულია; მე-4 სართულის ჩათვლით ბინების ელ.დაქსელვა დასრულებულია; დაწყებულია ლიფტების მონტაჟი. B ბლოკი: მონოლითური კარკასის სამუშაოები დასრულებულია; მე-4 სართულის ჩათვლით ბლოკით მოწყობის სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ დასრულებულია. C ბლოკი: საძირკველში რკინა ბეტონის სამუშაოები დასრულებულია.

„არსენალი რეზიდენსში“ C ბლოკის გაყიდვები დაიწყო
„არსენალი რეზიდენსში“ C ბლოკის გაყიდვები დაიწყო

არსენალის მთაზე, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ აქტიურად ვითარდება. კომპანია ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა და დღეს ავლაბარში ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ პროექტს წარმოადგენს. უბანი მოიცავს: 4 დაბალსართულიან საცხოვრებელ ბლოკს, 170 მ. სიგრძის ბულვარს, შიდა გამწვანებულ ზონებს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, აუზსა და ფიტნეს დარბაზს, რესტორანსა და ლაუნჯს, ასევე მობინადრეებისა და უბნის სტუმრებისთვის გათვლილ 500-მდე მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს. „პროექტის ავთენტური, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, უნიკალური მდებარეობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტები, განუმეორებელი ხედები მთაწმინდაზე, ნარიყალასა და ძველ თბილისზე პროექტის უპირატესობების მხოლოდ ის მცირე ნაწილია, რაც მომხმარებლის მაღალ ინტერესს განაპირობებს. შესაბამისად, A და B ბლოკებში ბინების 80% - მდე უკვე გაყიდულია. ამ ბლოკებში მობინადრეები სარემონტო სამუშაოების დაწყებას 6 თვეში შეძლებენ.“ - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ლევან ქარუმიძემ. ოქტომრიდან დაიწყო მესამე  - C ბლოკის გაყიდვებიც, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. C ბლოკიდან იშლება საოცარი ხედები სამებასა და მთელ ქალაქზე. „C ბლოკის დაწყებას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ელოდებოდა, რამაც შესაბამისი გაყიდვები განაპირობა ბლოკის გაყიდვების დაწყების პირველივე ეტაპზე. მსურველებს მარტივად შეუძლიათ თავისუფალი ბინების დათვალიერება კომპანიის ვებ-გვერდზე WWW.AR.GE “ - განაცხადა პროექტის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო აბსანძემ. „არსენალი რეზიდენსი“-ს დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია MBG, ხოლო პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს კომპანია WWW.GREA.GE.

არსენალი რეზიდენსში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
არსენალი რეზიდენსში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

A ბლოკში: ბლოკით მოწყობის სამუშაოები დასრულებულია როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ; ფასადის შევსება ბლოკით  და ბინებში შიდა ტიხრების ამოყვანა დასრულებულია; მიმდინარეობს შენობის ძველი საფასადე აგურით მოპირკეთება; მიმდინარეობს აივნის მოაჯირების მონტაჟი; კანალიზაციის, ვენტილაციის, წყლისა და გათბობის გაყვანილობა დასრულებულია; მიმდინარეობს მე-3 სართულზე მოჭიმული იატაკის მოწყობა. იატაკზე გამოყენებულია „VIBRAFLOOR”-ის იზოლაცია, პოლიესტერის საფენით, რომელიც მოჭიმული იატაკის ქვედა შრეს წარმოადგენს და ეკრობა ფილას; საიზოლაცია მასალით გადაიხურა სახურავი; მიმდინარეობს საფასადე ორტესებრი კოჭებით მოპირკეთება; იწყება ალუმინის კარ-ფანჯრის სამონტაჟო სამუშაოები და ბინების ელ. დაქსელვა. B ბლოკში: მიმდინარეობს ბოლო ფილის გადახურვის სამუშაოები; მონოლითური სამუშაოების 90%  დასრულებულია; მე-3 სართულის ჩათვლით ბლოკით მოწყობის სამუშაოები, როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ დასრულებულია. C ბლოკის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარეობს C ბლოკის საძირკვლის სამუშაოები.

არსენალი რეზიდენსის დირექტორი ლევან ქარუმიძე BMG-ის ეთერში
არსენალი რეზიდენსის დირექტორი ლევან ქარუმიძე BMG-ის ეთერში

მულტიფუნქციური კომპლექსი არსენალი რეზიდენსის შესახებ მისი დირექტორი ლევან ქარუმიძე BMG-ის ეთერში გვიამბობს პროექტის შესახებ დეტალებს. პროექტი გამორჩეულია ადგილმდებარეობით, რომელიც ძველი თბილისის უბანში, სამებასთან 600 მეტრში ვითარდება. საცხოვრებლიდან იშლება განსაკუთრებული ხედები ძველ თბილისსა და სამებაზე. აღსანიშნავია კომპლექსის აქრიტექტურული მხარე, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისის იერსახეს. ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი სულ 4 ბლოკისგან შედგება, რომლის A და B ბლოკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ბინების 70% უკვე გაყიდულია. კომპანია როგორც ყოველთვის, ახლაც ანებივრებს მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და საზაფხულო აქციას აანონსებს. კომპანიის დამფუძნებელი ასევე ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა ქალაქის ურბანული განვითარება, რაც არსენალის მთაზე რეკრეაციული ზონის, ბულვარის მოწყობას ითვალისწინებს.